Saturday, February 25, 2017

ევროპის ტერიტორიაზე, ევროკავშირის მასშტაბების სადარი ერთიანი სახელმწიფო გაერთიანებები იყო: დასავლეთ რომის იმპერიაფრანკების სახელმწიფოსაღვთო რომის იმპერია. გასული ათასწლეულის განმავლობაში ევროპა დანაწევრებული იყო, მაგრამ იდეა მისი გაერთიანების შესახებ მუდამ არსებობდა. ამერიკული რევოლუციის შემდეგ კი გაჩნდა იდეა ევროპის შეერთებული შტატების შესახებ, რომელიც ხელახლა გაცოცხლდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპამ ორი მსოფლიო ომი გადაიტანა, რამაც ყველა ქვეყანაში დატოვა კვალი - ათეულ მილიონობით მსხვერპლი, განადგურებული ქალაქები, დანგრეული ეკონომიკა, მოშლილი კომუნიკაციები. ევროპის სახელმწიფოებმა დაიწყეს გზებისა და საშუალებების ძიება მომავალში მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტიებისათვის. მათ თანდათან გააცნობიერეს ერთიანობისა და მჭიდრო თანამშრომლობის იდეა და დაადგნენ პრინციპულ პოლიტიკას, რომლის მიზანი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია, მშვიდობა და უშიშროება იყო.
დასახული მიზნების განხორციელების გზაზე ევროპის სახელმწიფოებმა შეძლეს გვერდი აევლოთ სერიოზული კრიზისებისა და დაბრკოლებებისათვის, შეენარჩუნებინათ იდეების ხელშეუხებლობა და ურღვევობა. ევროკავშირის ძირითადად მიღწევად უნდა ჩაითვალოს ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა წევრ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ჩათრეულნი იყვნენ სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში, და დემოკრატიული თანხმობა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება საერთო მიზნები.
იხ. ევროპულის ინტეგრაციის ქრონოლოგია

ევროკავშირი სათავეს იღებს ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანებისგან და ევროპის ეკონომიკური გაერთიანებისგან, რომლებიც 1951 და 1958 წელს ექვსმა სახელმწიფომ შექმნა. გაერთიანებები ახალი წევრი სახელმწიფოების მიღების შედეგად ტერიტორიულად გაიზარდა, ძალაუფლება კი სხვადასხვა პოლიტიკის დამატების შედეგად. 1993 წელს, მაასტრიხტის ხელშეკრულების შედეგად, შეიქმნა ევროპის კავშირი, რომელმაც ასევე შემოიღო ევროპის მოქალაქეობის ინსტიტუტი. 2009 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის კონსტიტუციური საფუძვლის ბოლო, ძირითადი შესწორება — ლისაბონის ხელშეკრულება. 2016 წლის 23 ივნისს, გაერთიანებულმა სამეფომ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას.[8]

ევროპის კავშირი (ინგლ. European Unionფრანგ. Union européenne), შემოკლებით ევროკავშირი — ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანება, 1993 წლამდე ევროპული თანამეგობრობა (ინგლ. European Communityფრანგ. Communauté européenne) ერქვა. ორგანიზაციის წევრია ევროპის 28 სახელმწიფო, რომელთა საერთო ფართობი 4 324 782 კმ²-ია, მოსახლეობა — 508 191 116 კაცი. ევროკავშირში მოქმედებს ერთიანი შიდა ბაზარი, რომელსაც წევრი სახელმწიფოების კანონთა სისტემა არეგულირებს. ევროკავშირის ძირითადი პოლიტიკის მიზანია ადამიანების, საქონლის, სერვისებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა ერთიან, შიდა ბაზარზე;[1] იურისპუდენციული კანონმდებლობისა და საშინაო საქმეების გამოცემა; საერთო პოლიტიკის შენარჩუნება ვაჭრობაში,[2] სოფლის მეურნეობაში,[3] თევზის რეწვასა და რეგიონულ განვითარებაში.[4] შენგენის ზონაში გაუქმებულია საპასპორტო კონტროლი.[5] 1999 წელს გადაწყდა ერთიანი ვალუტის (ევროზონა) შემოღება, რაც ძალაში 2002 წელს შევიდა; ამჟამად ევროზონა 19 სახელმწიფოს აერთიანებს, რომლებშიც ევრო მოქმედებს