Saturday, February 25, 2017
ევროპის კავშირი (ინგლ. European Union, ფრანგ. Union européenne), შემოკლებით ევროკავშირი — ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანება, 1993 წლამდე ევროპული თანამეგობრობა (ინგლ. European Community, ფრანგ. Communauté européenne) ერქვა. ორგანიზაციის წევრია ევროპის 28 სახელმწიფო, რომელთა საერთო ფართობი 4 324 782 კმ²-ია, მოსახლეობა — 508 191 116 კაცი. ევროკავშირში მოქმედებს ერთიანი შიდა ბაზარი, რომელსაც წევრი სახელმწიფოების კანონთა სისტემა არეგულირებს. ევროკავშირის ძირითადი პოლიტიკის მიზანია ადამიანების, საქონლის, სერვისებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა ერთიან, შიდა ბაზარზე;[1] იურისპუდენციული კანონმდებლობისა და საშინაო საქმეების გამოცემა; საერთო პოლიტიკის შენარჩუნება ვაჭრობაში,[2] სოფლის მეურნეობაში,[3] თევზის რეწვასა და რეგიონულ განვითარებაში.[4] შენგენის ზონაში გაუქმებულია საპასპორტო კონტროლი.[5] 1999 წელს გადაწყდა ერთიანი ვალუტის (ევროზონა) შემოღება, რაც ძალაში 2002 წელს შევიდა; ამჟამად ევროზონა 19 სახელმწიფოს აერთიანებს, რომლებშიც ევრო მოქმედებს
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment